პარასკევი, 2024-04-19, 5:48 PM
მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა
Мой сайт
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
თამაშები [78]
ფილმები [66]
მუსიკა [68]
პროგრამები [61]
Counter-Strike [27]
SuPeRNaTuRaLs [5]
გაკვეთილები [11]
ლიტერატურა [6]
მობილური [14]
ჩვენი გამოკითხვა
რომელი გუნდია ყველაზე უკეთესი?
სულ პასუხი: 218
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » აპრილი » 19 » tano tatano - ტანო ტატანო
4:39 PM
tano tatano - ტანო ტატანო

დასახელება : tano tatano - ტანო ტატანო
ავტორი : ბესარიონ გაბაშვილი / besarin gabashvili

აღწერა :
მე პირადად ძაან მომწონს ეს ლექსი და ზეპირადაც ვიცი , ლამაზი და ცნობილი ლექსია , რომანტიკოსი პოეტის მიერ დაწერილი


ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო!
ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო!
წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო!
ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო!
პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო!

თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად,
ყელსა ბროლებსა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად,
გესხნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად,
ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად,
მიწვევდენ შენად შესამკობლად, დამამწარებო!

ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი,
მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი მოსახვეველნი,
ზარიფსა წელსა დაეკვირვნეს ქვეყანად მვლელნი;
ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი.
აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხოდ ვარებო!

ბაგე მდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო!
თვალთა ჰსურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო!
გულსა სწყურიან დამაშვრალსა; რას შეგაფარდო?
თუმცა შენ დაგთმო, ვინღა ვჰპოვო, სად გავიზარდო?
უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო!

შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს:
სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს!
მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს,
მკვდარი მიჯნური დამიტირეთ, დამფალთ სამარეს!
ვაჲ, სიცოცხლეო უკუღმართო, დანაცარებო!



                                           GADMOWERA

კატეგორია: ლიტერატურა | ნანახია: 1487 | დაამატა: shoke@irakli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

| Copyright MyCorp © 2024 | Free web hosting - uCoz |